შეფასების რუბრიკები




კითხვის შეფასების რუბრიკა ინგლისურ ენაში

ქულა
როგორ კითხულობს მოსწავლე, როგორია ტემპი და რამდენად უშვებს შეცდომებს კითხვისას.
10-9
მოსწავლე კითხულობს დაუბრკოლებლად, პაუხების გარეშე არ უშვებს არანაირ შეცდომას.
8-7
მოსწავლის კითხვის ტემპი კარგია, ნაკლებად უშვებს შეცდომებს.
6-5
მოსწავლე საშუალო დონეზე კითხულობს, უშვებს შეცდომებს თითქმის ყველა წინადადებაში.
4-3
მოსწავლის კითხვის დონე საშუალოზე დაბალია, ვერ ახერხებს ტემპში კითხვას, წინადადებიდან წინადადებაზე ნელა გადადის, უშვებს შეცდომებს, ვერ წარმოთქვამს სიტყვებს სწორად.
2-1
მოსწავლე ძალიან ცუდად კითხულობს, უშვებს შეცდომას ყველა წინადადებაში, სიტყვებს ვერ წარმოთქვამს.
0
მოსწავლე საერთოდ ვერ კითხულობს.


ტესტის შეფასების კრიტერიუმები ინგლისურ ენაში

ქულა
როგორ პასუხობს ნაწერი მოცემულ დავალებას და როგორ არის დაცული გრამატიკულ-ლექსიკური სიზუსტე. თითოეული საკითხი ფასდება 1 ქულით.
10-9
ნაწერი ძალიან კარგია, დაშვებულია მხოლოდ 3 შეცდომა. უმნიშვნელოა შეცდომები მართლწერაში.
8-7
ნაწერი კარგია, დაშვებულია 4-6 შეცდომა. უმნიშვნელოა შეცდომები მართლწერაში.
6-5
ნაწერი საშუალოა, დაშვებულია 7-10 შეცდომა. არის შეცდომები მართლწერაში.
4-3
ნაწერი სუსტია, მოცემულია საკითხების ნახევარზე მეტი შეცდომითაა გაკეთებული.
2-1
მხოლოდ რამდენიმე (4-6) სწორი პასუხია დანარჩენი შეცდომითაა შესრულებული ან საერთოდ გამოტოვებულია.
0
არცერთი პასუხი არაა სწორი, ან საერთოდ არ აქვს დაწერილი არაფერი.


შემაჯამებელი დავალების შეფასება


ქულები
შეფასების დონეები შემაჯამებელი დავალებებისთვის
კომენტარები
1–2
  • ვერ ასრულებს შემაჯამებელ დავალებებს
  • აუთვისებელი დარჩა განვლილი  მასალის უმეტესობა.
  • დასახული მიზნების ნაწილი ელემენტარულ დონეზეა მიღწეული, ნაწილი მიუღწეველია

3–4
  • განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია ელემენტარულ დონეზე.

5–6
·         განვლილი მასალა დამაკმაყოფილებელ დონეზეა ათვისებული;
·         განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია ელემენტარულ დონეზე, ნაწილისაშუალო დონეზე;

7–8
·         განვლილი მასალა ათვისებულია საშუალო დონეზე, დასახული მიზნები მიღწეულია საშუალო დონეზე;
  • განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია დამაკმაყოფილებელ დონეზე, ნაწილიმაღალ დონეზე ;
  • დასახული მიზნების ერთი ნაწილი დამაკმაყოფილებელ დონეზეა მიღწეული, ნაწილიმაღალ დონეზე.

9–10
  • განვლილი მასალის უმეტესობა ათვისებულია მაღალ დონეზე;
  • დასახული მიზნების უმეტესობა მიღწეულია მაღალ დონეზე.



უცხო ენის გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულა
შეფასების დონეები
1–2
მოსწავლე იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, შეიძლება ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას, გამოხატავს გაკვეთილის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას, არ არის ორგანიზებული
3–4
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, იშვიათად იჩენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავნდება, არ არის ორგანიზებული.
5–6
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, აქვს ცოდნის ზედაპირული დონე, ცდილობს იყოს მოჩვენებითი აქტიური, მაგრამ  მისი აქტიურობა არ პასუხობს გაკვეთილის თემას
7–8
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას, პატივს სცემს სხვის აზრსა და მუშაობას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა თუ ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ჩავარდნების გამო.
9–10
მოსწავლე მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში. დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში დისკუსიისა თუ პრობლემის გადაჭრის დროს, ეხმარებს და პატივს სცემს სხვებს, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას.

პრეზენტაციის შეფასების სქემა

ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭება ნული ან ერთი ქულა, საბოლოო
ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი, მაქსიმალური ქულა არის ათი ქულა.



საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიკაცირება)
1
კვლევები/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1
შემოქმედებითი უნარი
1
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
1
თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
1
საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1
თვალსაჩინოების გამოყენება
1
აუდიტორიასთან კონტაქტი
1

ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1
დროის ლიმიტის დაცვა
1
ჯამი
10






კითხვის შეფასების რუბრიკა ინგლისურ ენაში


ქულა
როგორ კითხულობს მოსწავლე, როგორია ტემპი და რამდენად უშვებს შეცდომებს კითხვისას.
10-9
მოსწავლე კითხულობს დაუბრკოლებლად, პაუხების გარეშე არ უშვებს არანაირ შეცდომას.
8-7
მოსწავლის კითხვის ტემპი კარგია, ნაკლებად უშვებს შეცდომებს.
6-5
მოსწავლე საშუალო დონეზე კითხულობს, უშვებს შეცდომებს თითქმის ყველა წინადადებაში.
4-3
მოსწავლის კითხვის დონე საშუალოზე დაბალია, ვერ ახერხებს ტემპში კითხვას, წინადადებიდან წინადადებაზე ნელა გადადის, უშვებს შეცდომებს, ვერ წარმოთქვამს სიტყვებს სწორად.
2-1
მოსწავლე ძალიან ცუდად კითხულობს, უშვებს შეცდომას ყველა წინადადებაში, სიტყვებს ვერ წარმოთქვამს.
0
მოსწავლე საერთოდ ვერ კითხულობს.


 დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

იცავს დროის ლიმიტს
1
კითხვებზე პასუხი ადექვატურია/ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას

No comments:

Post a Comment