გაკვეთილის გეგმები





გაკვეთილის მთავარი თემა
„ღრმა წყლის ცხოველები“
“Deep sea animals”
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური ,VI კლასი, ინგლისური ენა,


მოსწავლეთა პროფილი
34 მოსწავლე
არ გვყვავს საჭიროების მქონე მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტიურობა
უცხ.IV 1 მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ სასწავლო საქმიანობას. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად,თავს უყრიან საჭირო ცოდნას და რესურსებს
უცხ.IV 2 მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ტექნიკას.
უცხ.IV 3 მოსწავლე შინაარსის გასაგებად იყენებს სათანადო სტრატეგიას
უცხ.IV 4 მოსწავლე თავს ართმევს საკომუნიკაციო სიტუაციებს
უცხ.IV 5 მოსწავლე იგებს დიალოგს.


გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ინგლისურ ენაზე ღრმა წყლის ცხოველების თვისებები, მათი საცხოვრებელი გარემო და სიცოცხლის ხანგრძლივობა.
 

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეუძლიათ გაიგონ და გაიაზრონ საგაკვეთილო მასალა. იციან საჭირო რაოდენობის სიტყვები და ერკვევიან შესწავლილ გრამატიკულ დროებში.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მეშვეობით.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო: ”English World” ავტორები: ბოუენი, ჰოკინგი.გამომცემლობა- მაკმილანი.კომპიუტერი ,კალამი, ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები-3 წთ(მისალმება,სიის ამოკითხვა)
A-ფაზა. გამოწვევა –გონებრივი იერიში
აქტივობა-1-  5წუთი
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რა იციან ზღვის ცხოველების შესახებ და რომელ ზღვის ცხოველებს იცნობენ.
B.ფაზა/ცოდნის კონსტრუირება. „ტექსტზე მუშაობა“
აქტივობა 1 – 10 წუთი
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს ღრმა ზღვის ცხოველების შესახებ, შემდეგ მოსწავლეებს ამორჩევით ავალებს , წაიკითხონ განსაზღვრული მონაკვეთი ტექსტიდან ზღვის ოთხი ცხოველის შესახებ: გველთევზას , რვაფეხას ვარსკვლავთევზასა და მედუზას შესახებ.
აქტივობა 2 – – 20 წუთი
მოსწავლეები სათითაოდ გადიან დაფასთან, სადაც გაკრულია დიდი პლაკატი რომელზეც ხედავენ ყველა იმ ზღვის ცხოველეს რომლის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია გაკვეთილიდან. თითოეული მოსწავლე ირჩევს სასურველ ცხოველს და მისთვის დამახასიათებელ  იმ თავისებურებას კითხულობს და თარგმნის, რომელიც იქვე სურათებს ახლავს თან.
C ფაზა/გამთლიანება/ რეფლექსია
აქტივობა 1 (2 წუთი)
მოსწავლეებს აქვთ საშუალება შეაფასონ გაკვეთილი.
აქტივობა 2  (5 წუთი)
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს რვაფეხასა და ვეშაპის შესახებ ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოპოვებას



No comments:

Post a Comment